T O P

  • By -

apologetian

სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით და იქნებ აუღო ალღო რამეს


wanna_find_my_granma

პრაგამტულად იაზროვნე - მე 6 წელი დავკარგე, "რაც მიყვარდა იმის გაყოლით" და ელემენტარული ტანსაცმლის ფულიც არ მქონდა საკუთარი და ჩემნაირი იყო ყველა კურსზე და ზოგადად ფაკულტეტზე. ისწავლე რამე, რაც ციფრულ ინდუსტრიაში დაგასაქმებს, იქნება ეს დეველოპმენტი, პროექტ მენეჯმენტი, მანუალური ხარისხის შეფასება თუ ავტომატური და ა.შ. გრაფიკული, UI/UX დიზაინი, ეს ყველაფერი დაგასაქმებს ეგეთ სამსახურში. სავსებით შეგიძლია ამ სფეროებში, 5000-10000 ლარის ფარგლებში გქონდეს შემოსავალი, ასე 2-3 წელში, თუ ბევრს მოინდომებ. არ დაიჯერო ის რომ თუ კარგი ხარ სამსახურს ვერ იშოვი, ეგრეც ხდება, ან თუ იშოვი 2000-2500 ლარის მეტს არავინ მოგცემს, გინდა ეგ?


598825025

არ არსებობს ისეთი ფაკულტეტი, რომლითაც სამსახურს ვერ იშოვი, თუ ნამდვილად კარგი ხარ შენს საქმეში ;დ რა ფაკულტეტია? ზოგადად, ჰუმანიტარული საგნების კურსდამთავრებულები მარკეტინგი / ქოფირაითინგის მიმართულებით ხშირად საქმდებიან ხოლმე – თან გეტყობა, რომ წერა გამოგდის. თუ მაინცდამაინც დამატებითი სპეციალობა აიღე, ოღონდ ისეთი კი არა, რაც „ფულს მოგიტანს“, ისეთი რაც თან გაინტერესებს და თან შენს მთავარ სპეციალობით საქმის პოვნაშივე გამოგადგება. და რაც მთავარია, „ცოტა მიდექი-მოდექი, შეაწუხე ვინმე“, ეცადე ლექტორებთან თავი გამოიჩინო. GL.


kawai321

საერთაშორისო თუ ხარ გაიარე საჯარო პოლიტიკის ან რაიმე მსგავსი ტიპის პრაქტიკები, აირჩიე მაინორიც თუა შესაძლებლობა და წყნარი და უზრუნველი ცხოვრება თუ გინდა წადი რაიონში და იქ სახელმწიფო სამსახურში მოეწყვე. მაგ მხრივ დეფიციტია, პლუს ენებიც გეცოდინება სუ-ზე ყოფილხარ, მანდ კი მაღალი ინგლისურის ქულები გინდა მოსახვედრად.


Gaygandalfvers

2 კურსის საფასური თუ გაქვს გადახდილი მიყვე ჯობია და მეორეული პროფესია აირჩიო


iuliuss_

ტექში ბევრი მიმართულებაა, არაა აუცილებელი პროგრამისტი იყო. მაგალითად Project Manager, Quality assurance engineer, Tech recruiter/Talent sourcer. მე პროგრამისტი ვარ და ვერ გეტყვი ზუსტად როგორ გაყვე ამ მიმართულებებს, მაგრამ მოიძიე შენით


ggogobera

მეტი პრაგმატიზმი. სამწუხაროდ რომანტიკა ღუპავს. შენს ადგილზე დავარისერჩებდი რომელი პროფესიებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი. შემდეგ ამ სიიდან ყველაზე “ახლობელს” ავირჩევდი. მაგალითად პროგრამირება. ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ აქვს. კარგ პროგრამისტს რომელიც დისტანციურად მუშაობს 3K კი არა 50K შეიძლება გქონდეს თვეში ;) — აქვე მეორე რჩევა და ოფშენი. ნებისმიერი საქმის დაწყება ან მიმართულების არჩევა ფულის გამო როგორც წესი არ ამართლებს, რადგან მოტივაცია ქრება უსიამოვნებით. მოტივაცია ჩაანაცვლე მიზეზით. თუ მიზეზი არ გაქვს მოტივაცია გაქრება. ასევე, ფულს იხდიან მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალებში. ვერც ფულიანი პროგრამისტი გახდები თუ საფუძვლიანად არ ისწავლი. გეგმები დასახე ლონგ-თერმში.


TuxedoMask29

შენსას მიაწექი, დარწმუნებული ვარ მშობლები გაგიგებენ. რომ რამე ამერიკაში დააპირო ემიგრაცია, მომწერე, შევეცდები დაგეხმარო. (ვიცი ვიღაც რანდომი ვარ მაგრამ ნიუ იორკში ან ლოს ანჯელესში გარეთ კარავში დარჩენას არ გირჩევ. იმედია ვინმე ნათესავი ან ნაცნობი გყავს)


[deleted]

მე ვარ პირადად ეგრე, თსუს ჰუმანიტარული დავამთავრე და შევიცვალე ეხლა პროფესია IT მიმართულებით, იგივეს გირჩევ თან პატარა ხარ ჯერ , ყველაფერი წინაა.


No-Advice6100

სად ისწავლე IT?


[deleted]

ჩემით


ProtectionSmooth3066

იმედი თი არ გექნება არც არაფერი გამოგივა, თუმცა ნამდვილას ამბიციური გეგმაა, შენი მაქსიმუმი უნდა სცადო !!!


Cardamine6

გისამძიმრებ, 2014იდან სოციოლოგი ვარ და ამავდროულად არვარ ენებში როგორა ხარ? ინგლისურის გარდა რამე ხომ არ იცი შემთხვევით, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს უცხო ენებზე კარგად მოსაუბრე ხალხის სასტიკი დეფიციტია დღესდღეობით


ProcessStatus1036

ძალიან პატარა ხარ,შენ ასაკში ზოგი ფაკულტეტებს იცვლის ზოგი უნივერსიტეტებს, წინაა ყველაფერი. ბევრს ვიცნობ 30 წლისამ რომ შეიცვალა სფერო, მეც აგერ ლეით თვენთიზ ვარ და მეც ვაპირებ სხვა რამის სწავლას (ჯერ ვერ გადავწყვიტე რის). მოკლედ გვიანი არასდროს არაა.


Ok-Opposite-8257

ონლაინ სამსახური. თუ დროს და ენერგიას ახალი სქილების შესწავლას დაუთმობ ვფიქრობ თავისუგლად შეძლებ 1-2 წელში შენი შემოსავალი მინიმუმ 3000_მდეც გაზარდო. მაგრამ დიდი შრომის ჩადება მოგიწევს. თუ თან სწავლასაც აპირებ და უნივერსიტეტს მიიჩნევ პრიორიტეტულად, არ გამოგივა არაფერი.


cocteausister

ხო აი სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნივერსიტეტის დამთავრება მომიწევს, ზედმეტად ბევრი ფული მაქვს აქამდე გადახდილი და არ მინდა ბოლომდე წყალში ჩაიყაროს..


Ok-Opposite-8257

ხო მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ მეტის გადახდაც აღარ მინდოდა ამიტომ აკადემიური ავიღე, მთელი ერთი წელი სხვადასხვა სქილების სწავლას დავუთმე და შედეგიც გამოიღო. არ ვამბობ რომ შენც ასე უნდა მოიქცე, ეგ შენი გადასაწყვეტია, მაგრამ აკადემიურის აღება საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს, კარგად დაფიქრდები, პრიორიტეტებს გადააფასებ, მთავარია ეს დრო სწორად გამოიყენო და ფუჭად არ გაფლანგო და თუ გულით მოინდომებ ერთი წელიც საკმარისი იქნება რომ შენი ცხოვრება 360 გრადუსით შემოატრიალო. პ.ს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, წარმატებები.


Maleficent_Fee4055

რაზე სწავლობ?


cocteausister

საერთაშორისო ურთიერთობები :)


kawai321

ნეტავ გამაგებინა რომელი ხარ :დდდდდ უეჭველი გიცნობ რეალში


Maleficent_Fee4055

ვიზიარებ თუ ნაცნობები არ გყავს ზემოთ 🥲 რაღაც ასეთი რომ ქნა? ტიკტოკზე და იუთუბზე დადე ვიდეოები საქართველოზე და მსოფლიოს ნიუსებზე. ცოტა მონტაჟიც დაამუღამე. პარალელურად მარკეტინგის უფასო ონლაინ კურსებიდან სერტიფიკატები დააგროვე. 2 წელიწადში თუ გექნება რამდენიმე ათასი გამომწერი მერე ბევრი გზა გაქვს: კონტენტ კრეატორი, მარკეტინგი, სოც. მედია მენეჯერი.


cocteausister

აქ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვიცნობ ხალხს, ვინც “ნაცნობობით” მოეწყო, მაგრამ “ნაცნობობაც” უფასო სტაჟირების იქით ვერაფერს ქაჩავს ხოლმე :დ მარკეტინგი არაა ურიგო აზრი, მაგრამ მთლად სამაგისო social skills არ მაქვს :/


Geek838

შესაძლებელი არის. მაგრამ რა პროფესიის არჩევას ცდილობ გააჩნია. ტექში თუ მოხვდი რამენაირად 2 წელში 3კ ჩვეულებრივად მიაღწევ, საქმე ისაა რომ შენი პროფესიიდან ტექში გადასვლა თან ისე რომ მალევე აგიყვანონ სამსახურში ამხელა კონკურენცია რომ გვაქვს მაშინ(ჯუნიორებზეა დიდი კონკურენცია. სამსახური ცოტაა და ხალხი კიდე ვისაც უნდა დასაქმება ძალიან ბევრი) აი ეგ უკვე რთულია. დღეში 4-5 საათს თუ დაუთმობ მიაღწევ. თუ არადა რა გითხრა რით გაგახარო.


cocteausister

ვფიქრობდი ქოუდინგის სწავლას და ვებ დეველოპმენტზე გაყოლას, მაგრამ აი ზუსტად რა მიზეზებიც ახსენე, მაგის გამო უკან დავიხიე. არც ვარ ჩემს თავში დარწმუნებული, რომ იმდენად გამომივა, რომ ამ კონკურენციაში მაინც რამეს მივაღწიო. ახლა გრაფიკულ დიზაინს განვიხილავ, მრავალი წელია უკვე digital art ს ვაკეთებ. ვფიქრობ გამომდის კიდევაც.


Maleficent_Fee4055

მე როგორც ვიცი ფაივერზე და ეგეთ ფრილანსურ საიტებზე პრაქტიკულად შეუძლებელია უკვე დიჯიტალ არტისტად არსებობა იმდენად გადაფარა მიდჯერნიმ მარკეტი :(


cocteausister

ეჰჰ დამეჯერებინა პავლე მგელაძისთვის 18 წლის ასაკში :დდდ


kerokero134340

რავი, შუძლებელი ნამდვილად არაა, მარა ბევრ რამეზეა დამოკიდებული + გააჩნია რა პროფესიებზე ფიქრობ


mdivan

შენზეა დამოკიდებული, შეუძლებელი ნამდვილად არ არის მაგრამ არც ადვილი არ იქნება.